|
2017-10-03 17:08:32, 3010 ნახვა
ეკონომიკა
ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ მომხმარებელს ფასდაკლების ბარათი შესთავაზა
ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ფასდაკლების ბარათი გამოუშვა. ფასდაკლების ბარათით მშენებლობა და რემონტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მომხმარებელს საშუალება ექნებათ ათასეულობით დასახელების პროდუქტზე სპეციალური ფასები და საჩუქრები მიიღონ. ფასდაკლების ბარათის მფლობელები „გორგიას“ შეთავაზებებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც მიიღებენ. ფასდაკლებით სარგებლობა მომხმარებელს არამარტო ჰიპერმარკეტში არსებულ პროდუქტებზე, არამედ „გორგია პრემიუმისა“ და „იკეას“ შოურუმებშიც შეეძლებათ. „მშენებლობა და რემონტი, ისევე როგორც ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები „გორგიას“ ჰიპერმარკეტების ქსელში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებით გამოირჩევა. ჩვენი ახალი ფასდაკლების ბარათი მომხმარებელს საშუალებას მისცემს „გორგიაში“ არსებული ათასეულობით პროდუქტი კიდევ უფრო დაბალ ფასად შეიძინონ და მშენებლოს, რემონტისა თუ სახლის მოწყობის პროცესი კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო გახდეს,“ - აცხადებენ გორგიაში. მომხმარებელს ფასდაკლების ბარათის მიღება ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ ყველა ფილიალში - დიდუბეში, გლდანში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში სრულიად უფასოდ შეეძლება. ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ საქართველოში არსებული ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ექვს ჰიპერმარკეტს აერთიანებს. წლის ბოლომდე „გორგიას“ ქსელი კიდევ გაფართოვდება და ორი ჰიპერმარკეტი დაემატება.
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)