17:07 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 12:07:31, 2298 ნახვა

მსოფლიო
მოგერინი: ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთმა 3 ათასამდე დეზინფორმაცია გაავრცელა

ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიულმა სამუშაო ჯგუფმა, ბოლო 2 წლის გამავლობაში, რუსულენოვანი მედიის მხრიდან დეზინფორმაციის 3 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. ინფორმაციას The Financial ავრცელებს.

როგორც მოგერინიმ აღნიშნა, შექმნილი ოპერატიული სამუშაო ჯგუფი აღმოსავლეთ პარტნიორობასა და რუსულენოვან მოსახლეობაზეა ორიენტირებული.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში East StratCom-მა დეზინფორმაციის 3000-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მედია საშუალების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ჰელსინკში "ჰიბრიდულ საშიშროებასთან" ბრძოლის ევროპული ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა ფინეთის პრეზიდენტი საული ნინისტო, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები.

ცენტრის წევრობის უფლება ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics