|
2017-10-02 18:26:12, 2036 ნახვა
კომენტარი
კაკაურიძე: სახელმწიფოს ფინანსური რესურსები გადანაწილებულია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე
სახელმწიფოს ფინანსური რესურსები, ერთი მხრივ, გადანაწილებულია სოციალურ მიმართულებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც თანდართული აქვს - ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტი - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, განსახილველად საქართველოს პარლამენტში შევიდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტი სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და დასახულ გეგმებს, რომლის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. მისი თქმით, 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. „საქართველოს მთავრობა თანამიმდევრულად განაგრძობს იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე - 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას წარუდგინა,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე შეფასებით, „ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდის მატებისთვის, აუცილებელია საზოგადოებას, ბიზნესს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა - რომ მთავრობა ურყევი და თანამიმდევრულია იმ გადაწყვეტილებებში, რაც მიღებულია საშუალოვადიან პერსპექტივაში“.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)