|
2017-10-02 17:35:28, 2121 ნახვა
ეკონომიკა
#არ გამბოლო
კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აგრძელებს. კომპანიამ წელს მეტად ორიგინალური კამპანიით მიიქცია საზოგადოების ყურადღება, სარეკლამო კომპანია Holmes&Watson-თან თანამშრომლობით შეიქმნა „ხველების ენის“ კონცეფცია, რომლის თანახმად ახლო მომავალში გარემო იმდენად ტოქსიკური გახდება, რომ წესიერად სუნთქვას ვერ შევძლებთ და ჩვენი საკომუნიკაციო ენა ხველება გახდება. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პერსონაჟი ხველინგვისტი, რომელიც საიტ khvelinguist.ge-სა და ფეისბუქ გვერძე ვიდეო-გაკვეთილების საშუალებით ასწავლის მომხმარებელს ხველების ენას. პერსონაჟმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა, უამრავი კომენტარი, მესიჯი და ვიდეოჩანაწერი მივიღეთ, სადაც ადამიანები ხველების ენით გვესაუბრებოდნენ. ინტერნეტში ასევე გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც „დამნაშავეთა ჯგუფი“ ხველების ენით განიხილავდა კატალიზატორების დიდი პარტიის მოპარვის საკითხს. აქტიური და დიდი გამოხმაურების მქონე პირველი ნაწილის შემდეგ, უკვე კამპანიის მთავარი ნაწილები გავრცელდა. პარალელურად ამოქმედდა საიტი argambolo.ge სადაც სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი კამპანიისა და კონკრეტული შეთავაზებების შესახებ, რომლებსაც „თეგეტა მოტორსი“ სთავაზობს მძღოლებს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ავტო მფლობელებს შეუძლიათ უფასოდ შეამოწმონ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოკსიკურობაზე, თუ შედეგი აკმაყოფილებს ეკო სტანდარტს მათ გადაეცემათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი. თუ აღმოჩნდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ავტომობილმა ვერ გაიარა კონტროლი მაშინ გადავცემთ მწვანე ვაუჩერი, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს შეეძლება გამონაბოლქვის სისტემის გამართვა სპეციალური ფასდაკლებით.
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)