|
2017-10-02 17:18:54, 1828 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: 2016 წელს, ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2016 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წელთან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა და 64.1 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 14.5%-ით, საშუალოსი -5.6%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ბრუნვის ზრდამ 14.6% შეადგინა.2016 წლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის 55.9% მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე მოდის. „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ისეთი პროგრამები, როგორიცაა: „აწარმოე საქართველოში“, „ერთიანი აგროპროექტი“ და „სტარტაპ საქართველო“. ამასთან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარმატებით ახორციელებს მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს საქართველოს რეგიონებში. აღნიშნული პროგრამები მიზნად ისახავს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით. რაც შეეხება სტატისტიკას, საქმიანობის სახეების მიხედვით, ბრუნვა გაიზარდა თითქმის ყველა სექტორში. 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ვაჭრობის (9.7%-იანი ზრდა), ხელოვნების, გართობის და დასვენების (37.5%-იანი ზრდა), მშენებლობის (26.0%-იანი ზრდა) და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებმა (9.4%-იანი ზრდა). 2016 წელს ბიზნესსექტორის გამოშვება 34.2მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 14%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. მათგან, მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.4%-ით, საშუალო ზომის საწარმოების 8.9%-ით, ხოლო მცირე საწარმოების 18.6%-ით. 2016 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 6.4%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად 666.8 ათასი და 620.1 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 32.7% მსხვილ ბიზნესზე, 21.3% საშუალო, ხოლო 46.0% მცირე ბიზნესზე მოდის. 2016 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანესვაჭრობის (8.7%-იანი ზრდა), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6%-იანი ზრდა), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (7.0%-იანი ზრდა), მშენებლობის (5.5%-იანი ზრდა) და სასტუმროების და რესტორნების (10.3%-იანი ზრდა) სექტორებმა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 41.5 ლარითგაიზარდა და 938.3 ლარიშეადგინა. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებას და დასაქმების ზრდას“,-აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)