|
2017-10-02 14:12:42, 3357 ნახვა
ეკონომიკა
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება
მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით, 949 მილიონ 25 ათასი ლარით იზრდება და 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 10 120.0 მლნ ლარი - საგადასახადო შემოსავლები - 9 470.0 მლნ ლარი; გრანტები - 265.0 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 100.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 165.0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები 385.0 მლნ ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 364.6 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911.6 მლნ ლარს, გრანტები - 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 288.0 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 504.6 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება - 1 397.5 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება - 1 188.3 მლნ ლარი; პროცენტი - 550.0 მლნ ლარი; სუბსიდიები - 437.9 მლნ ლარი; გრანტები - 1 303.0 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 3 413.0 მლნ ლარი; სხვა ხარჯები - 1 214.9 მლნ ლარი. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროზე დღეს დარეგისტრირდება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)