|
2017-09-29 12:19:02, 2106 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო გამოცემამ Global Finance „საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში ყველაზე დაცულ ბანკად დაასახელა
„საქართველოს ბანკი“, საერთაშორისო გამოცემა Global Finance –ის მიერ, 2015 და 2016 წლების შემდეგ უკვე მესამედ, 2017 წელის ყველაზე დაცულ ბანკად დასახელდა საქართველოში. Global Finance –მა ყველაზე დაცული ბანკები მსოფლიოს მასშტაბით 106 ქვეყანაში გამოავლინა. Global Finance-მა ჯილდოები ბანკებს, როგორც გრძელვადიანი საკრედიტო რეტინგების: Moody's, Standard & Poor's და Fitch, ასევე ბანკების მთლიანი აქტივების შეფასების მიხედვით გადასცა. ყოველთვიური საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,000-ზე მეტ ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 180 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 28 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)