|
2017-09-27 15:40:44, 2336 ნახვა
ეკონომიკა
გაგუა: სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული 32 კატეგორიიდან დაახლოებით 20-ში საქართველოს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა აქვს
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება დაასრულა. შეფასებული 32 კატეგორიიდან დაახლოებით 20-ში საქართველოს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა აქვს, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ რეგიონული ვორქშოფის სესიის „საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება“ შემდეგ განაცხადა. სესიაზე აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაციები გააკეთეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ტორბენ ჰანსენმა. სესიას საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების შესახებ დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, რომელიც საქართველოში იმყოფება. „ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ბევრ რეპუტაციულ რეიტინგებში საკმაოდ მაღალ ადგილზე ვართ. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო არის მსოფლიოში მე-16 ადგილზე, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. რაც შეეხება სავალუტო ფონდის შეფასებას, ეს იყო ერთ-ერთი ღრმა და შინაარსობრივი შეფასება. ბევრი და მნიშვნელოვანი ფაქტორი დაფიქსირდა. თუმცა არის ღონისძიებები, რომელთა განსახორციელებლადაც ჩვენ გვაქვს 4-წლიანი სამუშაო გეგმა.2020 წლის ჩათვლით ისინიც უნდა გატარდეს. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ, რათა საქართველო იყოს ლიდერი არა მხოლოდ ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)