00:56 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 13:23:33, 2126 ნახვა

ეკონომიკა
G&T Trader-ის საშუალებით ბიტკოინის ფასზე მიბმული საინვესტიციო ინსტურმენტებით ინვესტირება ხდება შესაძლებელი

„გალტ & თაგარტის“ განცხადებით, პირველად საქართველოში G&T Trader-ი ქართველ მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ინვესტირება, ბიტკოინის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში.

ბიტკოინის მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია გალტ & თაგარტმა საკუთარ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ში დაამატა ორი ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი: Bitcoin Tracker One და Bitcoin Tracker EURO, რომლებიც წარმოადგენენ ბიტკოინის ფასზე  დაშენებულ საინვესტიციო ინსტუმენტებს, შესაბამისად, მათი ფასები სრულად დაყვებიან და ასახავენ ბიტკოინის ფასის ცვალებადობას. აღნიშნული საინვესტიციო ინსტუმენტები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ინვესტირება განახორციელოს ბიტკოინის ფასის გათვალისწინებით და გახსნას შესაბამისი პოზიციები.

Bitcoin Tracker One დენომინირებულია შვედურ კრონაში, ხოლო Bitcoin Tracker EURO - ევროს ვალუტაში. ორივე ინსტრუმენტის პროვაიდერი არის XBT Provider AB და ივაჭრებიან Nasdaq OMX -ის საფონდო ბირჟაზე.

მომხმარებელს, GT Trader-ის პლატფორმაში ინსტრუმენტების სანახავად, შეუძლია აკრიფოს სიტყვა „Bitcoin” - ძიების ველში. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტების ფასების სანახავად საჭიროა Nasdaq OMX-ის საფონდო ბირჟის გამოწერა შემდეგი გზით: Account > Subscriptions > Stock Exchanges > Nasdaq OMX.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics