|
2017-09-26 14:53:25, 2173 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ახალ დოკუმენტში პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებს შორის მკაფიო ზღვარია გავლებული
„პრეზიდენტის უფლებამოსილებები მოწესრიგებულია და მკაფიო ზღვარია გავლებული პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებს შორის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. „რაც შეეხება პრეზიდენტის ნაწილს, აქ უნდა აღინიშნოს, რომ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავდივართ არაპირდაპირი არჩევის წესზე, რაც ვენეციის კომისიამ ძალიან დადებითად შეაფასა. პრეზიდენტის სტატუსი რჩება უცვლელი, მოწესრიგებულია პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მკაფიო ზღვარია გავლებული პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებს შორის. რაც აქამდე იყო ძალიან არასწორად და ბუნდოვნად მოწესრიგებული. ეს იყო 2010 წელს ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების საფუძველზე გავასწორეთ პრეზიდენტის კომპეტენციების მომწესრიგებელი ნორმები. ეს ყველაფერი ვენეციის კომისიამ ასევე დადებითად შეაფასა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)