|
2017-09-26 11:00:06, 3368 ნახვა
კულტურა
პრემია „საბას" დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება
ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება 30 სექტემბერს, შაბათს, საღამოს 20:00 საათზე გაიმართება. ცერემონიას თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა" უმასპინძლებს. „საბას" დაჯილდოებისთვის თვალის მიდევნება ტელემაყურებელს პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეეძლება. ცერემონიაზე „საბას" ჟიური წლევანდელი ლაურეატების ვინაობას დაასახელებს. 30 სექტემბერს გაირკვევა, ვინ გახდება „საბა" წლევანდელი ლაურეატი, კონკურსის 11 ნომინაციაში. როგორც ცნობილია, წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა" 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, „საბას" ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდება წლევანდელი გამარჯვებულები, რომლებიც პრემიის დამფუძნებელი თიბისი ბანკისგან „საბას" პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. „საბას" 11 ნომინაციიდან თითოეულს ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა „საუკეთესო დებიუტი", სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩართულნი არიან გამარჯვებულის არჩევაში. მკითხველების მიერ თავისი ფავორიტისათვის ხმის მიცემა დაჯილდოებამდე გაგრძელდება. ცერემონიაზე გაირკვევა მკითხველთა რჩეული დებიუტანტის ვინაობაც. წლევანდელი „საბას" მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი" გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L" ბეჭდურად გამოსცემს. ცნობილია, რომ ამ ნომინაციაზე განიხილება ელექტრონული წიგნები, რომლებიც ბეჭდური სახით არაა გამოცემული. „პალიტრა L"-ის მიერ დაწესებული ეს დამატებითი პრიზი - ბეჭდური წიგნის გამოცემა საკუთარი სახსრებით - მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და სტიმული იქნება ამ ნომინაციის გამარჯვებულისთვის. პირველ არხთან ერთად, პრემია „საბას" მედიაპარტნიორები არიან რადიოჰოლდინგი „ფორტუნა", ტელეკომპანია „არტარეა" და პალიტრა მედია.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)