|
2017-09-26 10:33:23, 1919 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: არჩევნებს იგებს ხალხი და არა ადმინისტრაციული რესურსი - მაგალითი 2012 წლის 1 ოქტომბერია
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, არჩევნების დღეს ხალხს უნდა მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. მინისტრმა არჩევნებში მონაწილე ყველა პირს და პარტიას მოუწოდა კონკურენტული გარემო შექმნან. "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა კანდიდატს ყველა პარტიიდან, ასევე, მოვუწოდო მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს, იმ ოპოზიციურ პარტიებსა და კანდიდატებს, რომლებიც, გარდა ოპოზიციური პარტიების კანდიდატობისა, არიან პარლამენტში თანამდებობებზე და ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციულ რესურსზე, რომ გამიჯნონ სახელმწიფო და პარტია ერთამანეთისგან. გამიჯნონ ერთმანეთისგან ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს და ხალხს და არა რომელიმე პარტიას და ამით შექმნან ერთმანეთში კონკურენტული გარემო. ჩვენ უნდა გავიხსენოთ 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, როდესაც კანდიდატების წინააღმდეგ ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა, ერთმანეთში იყო აღრეული სახელმწიფო და პარტია, მაგრამ ხალხმა მაინც მოახერხა და თავისი სწორი არჩევანი დააფიქსირა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არასოდეს აქვს ხოლმე დიდი მომავალი, არც ამ შემთხვევაში ექნება, თუკი რომელიმე მმართველი პარტიის ან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მაინც გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. თავისუფალი არჩევნების დღეს არჩევანს აკეთებს ქართველი ხალხი და მივცეთ ხალხს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება. ეს არის ჩემი საჯარო მოწოდება ყველა კანდიდატისადმი, განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტებში, აიპებში და გამგებლების დონეზე," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებისას. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)