|
2017-09-25 16:36:38, 2343 ნახვა
კომენტარი
კობახიძე პრეზიდენტზე: სხდომის არ დანიშვნა არის პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის არ დანიშვნა კონსტიტუციას არ შეესაბამება და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „რაც შეეხება არ დანიშვნას, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცენდენტი. პირველი პრეცენდენტი შექმნა გიორგი მარგველაშვილმა, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან არ არის შესაბამისობაში - ესეც შემიძლია, გითხრათ. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებასა და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში, დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, იქ პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არ დანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ბუნებრივია, ეს ასევე არის პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება. როცა პარლამენტი მოითხოვს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, პრეზიდენტმა ეს სხდომა უნდა დანიშნოს. თუმცა, ამას მიჩვეული ვართ",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)