|
2017-09-21 17:19:17, 2593 ნახვა
ეკონომიკა
ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების პროცესის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის ძირითადი მოთხოვნები ანგარიშგებასთან დაკავშირებით, რეალურ რეჟიმში განხორციელდა ანგარიშებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის ტექნიკური პროცესის დემონსტრაცია. დამსწრე საზოგადოებას ასევე წარედგინა ანგარიშგების პორტალის სტრუქტურა და ფუნქციონალი. პრეზენტაციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ის სუბიექტები, რომლებიც ვალდებულნი არიან 2016 წლის ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები წარმოადგინონ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე, ასევე იმ აუდიტორული ფირმების წარმომადგენლები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მათ მიეცათ შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ საჭირო ინფორმაცია. პრეზენტაციას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები. იხილეთ პრეზენტაცია
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)