23:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 12:42:02, 2949 ნახვა

სამართალი
ბიზნესმენ ფადი ასლის მოსამართლის სასარგებლოდ 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლოს ინფორმაციით, პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში, მოსამართლემ ბიზნესმენის მხრიდან შელახული პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა. 

მოპასუხე ფადი ასლის დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იმ მედია საშუალებებში სადაც სადაო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა.  სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი - 20 ათასი ლარის ნაცვლად, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

„მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ, სარჩელი მას შემდეგ აღძრა, რაც ბიზნესმენმა  ფადი ასლიმ მოსამართლე კორუფციაში დაადანაშაულა. სავაჭრო, სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მხრიდან მოსამართლის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება ‘’ფილიპ მორისსა’’ და ‘’თბილისის თამბაქოს’’, ასევე ‘’ომეგა ჯგუფსა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს’’ შორის ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. სასარჩელო განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სუბიექტმა დაუსაბუთებელი განცხადებებით ზიანი არამხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საქმიან რეპუტაციას მიაყენა, არამედ მიზნად ისახავდა მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, რითაც უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

მოპასუხემ განმარტა, რომ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს მხოლოდ პირად მოსაზრებებს, რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით,  სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლება, არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მას გააჩნია ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. სასმართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას. მსგავსი ბრალდებები კი საჭიროებს შესაბამის რეაგირებას და  წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics