|
2017-09-21 10:56:12, 2117 ნახვა
კომენტარი
დავით ნარმანია: პეკინის რეაბილიტაცია წლის ყველაზე ამბიციური პროექტია
„პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია“ - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა. ნარმანიას თქმით, სამუშაოების დაწყებამდე იყო ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვი, თუმცა პროექტი უმოკლეს ვადაში, საკმაოდ წარმატებით დასრულდა. „მსგავსი მოცულობითი სამუშაოები პეკინის ქუჩაზე ბოლო 50-60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. მე მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ მასშტაბური პროექტის წარმატებით დასრულება“ - განაცხადა თბილისის მერმა. დავით ნარმანიამ პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის კომპანიებს „Gwp“-სა და „Black Sea Group“-ს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ორივე კომპანიამ სამუშაოების მიმდინარეობისას უდიდესი კორპორაციული პასუხისმგებლობა, კოორდინირებული მუშაობა და პროფესიონალიზმი აჩვენა. „გარდა „Gwp“-ის და „Black Sea Group“-ისა, მინდა მადლობა გადავუხადო მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, განსაკუთრებით კი, სამსახურის უფროსს - გივი კუბლაშვილს და მის მოადგილეს - ჰამლეტ ჟიჟიაშვილს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ პეკინის რეაბილიტაციის წარმატებით დასრულებისათვის. ასევე დიდი მადლობა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს“ ,- განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერმა გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა თბილისელებსაც გადაუხადა. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)