|
2017-09-20 17:13:51, 2307 ნახვა
ეკონომიკა
2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
მიმდინარე წლის ატმის სეზონი დასრულებულია. ქვეყნიდან ექსპორტირებული ატმის რაოდენობამ 10.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 88 %-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წელს ატმის ექსპორტი, 2016 წლის სეზონთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილია. 2016 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 5.8 ათას ტონას, ხოლო ექსპორტის მთლიანი ღირებულება 2.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (81 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8 %), სომხეთის რესპუბლიკაში (6 %), ასევე უკრაინასა და ყაზახეთში განხორციელდა. 2017 წელს ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქ.გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილი იყო ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფდა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)