|
2017-09-20 16:37:42, 2059 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მინისტრების საპარლამენტო უმცირესობასთან კომუნიკაციის კუთხით ხარვეზები გვაქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით ხარვეზები არსებობს. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ეს ხარვეზები გამოსწორებას საჭიროებს. „რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაციას პარლამენტთან, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობასთან, ამ კუთხით, გეთანხმებით, რომ გვაქვს ჩვენ გარკვეული ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს გამოსწორებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გაჟღერებულ საყვედურს, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, კახა კალაძის უმცირესობის სხდომაზე მისვლასა და გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების განხილვასთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს საყვედური სამართლიანი არ არის. „გამოვეხმაურები საყვედურს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს საყვედური არ არის სამართლიანი. მე, პირადად, შუამავლის როლი შევასრულე საპარლამენტო უმცირესობასა და მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრს შორის და ვთხოვე მას მოსვლა საქართველოს პარლამენტში, იმისთვის, რომ განხილულიყო გაზპრომის საკითხი და ამაზე მივიღეთ დადებითი პასუხი. კერძოდ, ბატონმა კახი კალაძემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ნდობის ჯგუფის წინაშე წარმდგარიყო და მოეხსენებინა დეტალები ხელშეკრულების. ხელშეკრულება შეიცავს საიდუმლო ნაწილს, აქედან გამომდინარე, მას მიაჩნდა, რომ ღია სხდომაზე აზრს იყო მოკლებული ასეთი განხილვა. იყო მზადყოფნა გამოხატული, რომ ის დასწრებოდა ნდობის ჯგუფის სხდომას. არგუმენტი იყო მარტივი. გამომდინარე იქიდან, რომ საიდუმლო ნაწილს შეიცავს გაზპრომის ხელშეკრულება, ამ ნაწილის გარეშე აზრი ეკარგებოდა დებატებს, დისკუსიას, მსჯელობას, შესაბამისად, სწორი ფორმატი სადაც შეიძლებოდა საიდუმლო ნაწილის განხილვა იყო ნდობის ჯგუფის ფორმატი და ეს იყო მისი მხრიდან შემოთავაზებული", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების პარლამენტთან კომუნიკაციის საკითხებსაც შეეხო. „რაც შეეხება საზედამხედველო ფუნქციებს, აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ ამ კუთხით ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი და ეს არის დამოკიდებული დიდწილად ჩვენს თანამშრომლობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის, პარლამენტის ხელმძღვანელობის და საპარლამენტო უმცირესობის თანამშრომლობაზე. მე არაერთხელ გამოვხატე ამასთან დაკავშირებით ჩემი მზადყოფნა, კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო როგორც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, ისე, ზოგადად. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სიღრმისეულად ეს საკითხი და ერთად დავსახოთ ვითარების გაუმჯობესების გზები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენს ეფექტიან თანამშრომლობაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)