|
2017-09-20 11:47:01, 2373 ნახვა
კომენტარი
ბიბილოვი: ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები სამხრეთ ოსეთში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები ე.წ. რესპუბლიკის ქალაქ კვაისაში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ, - ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს. როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტმა განმარტა, მაღაროების მდგომარება უნდა შეისწავლონ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. "კვაისის მაღაროები სსრკ-ს ეკონომიკაზე იყვნენ დამოკიდებული. წარმოების აღსადგენად სერიოზული ინვესტიციებია საჭირო. ჩვენი კორეელი და ჩინელი კოლეგების მხრიდან დაინტერესება არსებობს და ვფიქრობ, რომ შესწავლით სამუშაოებს დავიწყებთ. მითუმეტეს, რომ 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ განადგურდა, მაღაროების დიდი ნაწილი დატბორილია. ეს ყველაფერი შესწავლას საჭიროებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბიბილოვმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)