|
2017-09-19 15:18:21, 2650 ნახვა
სამართალი
პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისთვის, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დ.ფ. დამნაშავედ სცნო. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დ.ფ. ნაცნობებთან ერთად ,,ტოიოტა რავ 4" მარკის ავტომობილით იმყოფებოდა თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ,,მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასთან ერთად. აღნიშნული ცნობილი გახდა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაიგეგმა. პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს აღნიშნული ავტომობილის შეჩერება და მასში მსხდომებს წარუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები. დ.ფ.-მ, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების, მიმალვის და პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ავტომობილიდან გადმოუსვლელად ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით განახორციელა რამდენიმე დამიზნებითი გასროლა, შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხევში გადახტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.ფ. იმავე დღეს ქ. თბილისში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლიდან დაუდგენელ ვითარებაში შეძენილი საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა ამოიღეს. დ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცლეებულ ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)