09:11 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 10:46:08, 736 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. გამშვები პუნქტები სამი დღით დაკეტა

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ გამშვები პუნქტები 3 დღით დაიკეტა, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო რესპუბლიკის დღის აღნიშვნასთანაა დაკავშირებული.

"მიმოსვლა 19 სექტემბრის დილით 09:00 სთ-ზე შეწყდა და 22 სექტემბრის დილის 07:00 სთ-ზე "ჩვეულ რეჟიმში" განახლდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 20 სექტემბერს ე.წ. რესპუბლიკის 27-ე წლისთავს "აღნიშნავს". ოკუპირებული რეგიონში სამხედრო "აღლუმი" და სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics