|
2017-09-18 21:03:43, 2682 ნახვა
კომენტარი
მომავალ წლებში შესაძლოა, მუნიციპალური ავტობუსები საქართველოში აწარმოონ
მომავალ წლებში შესაძლოა მუნიციპალური ავტობუსები საქართველოში აწარმოონ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვაკის რაიონის, კერძოდ, ბაგების მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. „მომავალი წლების განმავლობაში ავტოპარკს ყოველთვის დასჭირდება განახლება, ყველაფერს გავაკეთებთ და მგონია, რომ შევძლებთ ამ ავტობუსების წარმოება საქართველოში მოხდეს“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა. გარდა ამისა, სხვადასხვა უბნებში დაემატება სამარშუტო ხაზები და გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა. კახა კალაძემ მოსახლეობას ურბანული განვითარების პოლიტიკა, ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევის გზები, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებებიც გააცნო. „ბევრი კარგი რამ გაკეთდა ქალაქში, თუმცა ქალაქი ვითარდება, საზოგადოება ვითარდება, მეტი მოთხოვნაა და მეტის გაკეთება გვინდა უფრო სწრაფად და ეფექტურად. ჩვენ მზად ვართ ამისთვის ახალი ენერგიით და შემართებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას უკვე შეხვდა მთაწმინდის, გლდანის, სამგორის რაიონების სხვადასხვა უბნებში. შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)