|
2017-09-16 12:05:14, 2464 ნახვა
სამართალი
სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო მესაზღვრეების მიერ „სახელმწიფო საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთის გამო დაკავებული დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ „ექსპრესნისს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით, უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ. „ცხელი ხაზით შემოსული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით, უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურში. ცნობისთვის, სააგეტნტო "სპუტნიკ-ოსეტიას" ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. როგორც მედია წერდა, ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები ახალგორის რაიონში ახმაძის დასახლებულ პუნქტთან დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)