|
2017-09-15 13:59:53, 2155 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასთან სრულ თანხვედრაშია
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და პროგრამები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასთან. საქართველოს მთავრობის სურვილია გაამტკიცოს მსოფლიო ბანკთან არსებული თანამშრომლობა და კვლავ გააძლიეროს მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა, რომლებიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე. მისი განცხადებით, საქართველოში მსოფლიო ბანკის ყველაზე ცნობადი პროექტია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომლის მშენებლობაც დღესაც სრული დატვირთვით მიმდინარეობს. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე დაასახელა ისეთი პროექტები, როგორიცაა „საქართველოს მასშტაბით შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივ გზების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; რეგიონული განვითარების მხრივ რეაბილიტირებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული უბანი, მასთან მისასვლელი გზები და მიმდებარე ტერიტორია; განხორციელდა კერძო სექტორის ხელშეწყობა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სექტორში, როგორც კახეთის ისე იმერეთის მასშტაბით. ანალოგიური პროექტი ასევე მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში." გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ასევე ხორციელდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ახალციხიდან ბათუმამდე, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ბანკის მიერ დაფინანსებულ ინოვაციურ პროექტზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ინოვაციური ჰაბებისა და ცენტრების ქსელის განვითარებას, საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების/საოჯახო მეურნეობების მიერ ფართო მასშტაბიანი ინტერნეტ მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადაპტაციისა და გამოყენების მხარდაჭერას. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)