23:30 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 12:07:26, 2247 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლარის კურსს ვერ ვპროგნოზირებ - ის მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსზე პროგნოზირებისგან თავს იკავებს.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საგადასახდელო ბალანსი 700 მილიონ დოლარამდეა გაუმჯობესებული. 

"ფულადი ჩარიცხვები ქვეყანაში წინა წელთან შედარებით შემოსულია მეტი. ექსპორტიდან ამონაგები არის შემოსული მეტი და ასევე, ტურიზმიდან ამონაგები არის შემოსული მეტი. ჯამურად, ეს არის 700 მილიონი დოლარი და შესაბამისად, მე არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს არის ბაზრის ქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა და ლარიზაციის პროგრამაში თვითონ მოსახლეობის სესხები კომერციულ ბანკებში ლარით არის გაზრდილი 43%-დან 53%-მდე ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება ინფლაციური მოლოდინები, რომელშიც ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტრენდი გვქონდა, 5,7%-მდე დავედით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics