15:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 11:28:43, 2135 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში 18-22 სექტემბერს ეწვევა.

მათივე ინფორმაციით, კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) შეხვედრაზეც, რომელზეც საქართველო OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთისგან გადმოიბარებს. 

საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. OGP-ის ღონისძიება გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართება. 

გენერალურ ასამბლეაზე წელს 172 საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორისაა „გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის ქვეყნებში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“. 

წინასწარი დღის წესრიგით, ასამბლეის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მდგრად განვითარებასთან, კონფლიქტებთან, განიარაღებასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობაც. 

ასამბლეის გენერალური დებატები 19-25 სექტემბერს გაიმართება.

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics