22:19 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 01:20:44, 2426 ნახვა

სამართალი
შსს-მ ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის გაძარცვის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით სამი პირი: 1980 წელს დაბადებული ჯ.ჩ, 1989 წელს დაბადებული დ.ქ. და 1986 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1-ში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ხ. გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ სამივე ბრალდებული თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის ნაწილი 3550 აშშ დოლარი, 700 ევრო და 550 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)“,-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics