|
2017-09-12 02:11:54, 3174 ნახვა
ეკონომიკა
„Elit Home“ – „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია
„ელიტ ელექტრონიქსი“ „Elit Home”-ის ბრენდის ქვეშ მომხმარებელს ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს. პირველად საქართველოში თქვენ შეგიძლიათ მაღაზიაში ჩართოთ და გამოსცადოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მხოლოდ შემდეგ გააკეთოთ არჩევანი მის შეძენაზე. ტექნიკის გამოცდაში თქვენ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღალკვალიფიციური კონსულტანტი დაგეხმარებათ, იგი დეტალურად გაგაცნობთ პროდუქტის ტექნიკურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებს. „Elit Home”-ის პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმის ახალ მოლში, ტ. აბუსერიძის ქუჩაზე გაიხსნა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bosch, Gorenje, Samsung, Philips, Delonghi, Graetz და სხვა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Bosch-ის, და Gorenje-სა ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში, ხოლო Samsung-ის ოფიციალური ავტორიზებული პარტნიორი. “ელიტ ელექტრონიქსი” საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)