|
2017-09-11 08:25:28, 2096 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა
„ბიზნესთან სათქმელი ყოველთვის ბევრი გვაქვს, ეს სათქმელი არის ორმხრივი და ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ ის რეფორმები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს და ახორციელებს“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ბიზნესასოციაციებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან და ეს იყო ჩვეულებრივი, ძალიან ნაყოფიერი რიგითი შეხვედრა. „ბევრ საკითზე ვისაუბრეთ, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს EBRD-ის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული მნიშვნელოვანი მესიჯები, დღეს ასევე სავალუტო ფონდის მისიის მუშაობაც დაიწყო და ესეც ალბათ პოზიტიური შედეგებით დამთავრდება.იმ რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების წარმატება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული ბიზნესის ამ ცვლილებებში ჩართვით და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველთვის ვთანამშრომლობთ. დღეს განვიხილეთ საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, ფოსტის კანონის ცვლილება და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)