22:48 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 08:20:52, 2241 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დელეგაციას შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილა კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმართან.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორპორაციის საქართველოსთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების სექტორის მხარდაჭერის მიზნით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა გრანტი 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით .

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ერთ-ერთ პრიორიტეტულ განათლების მიმართულებაზე. აღინიშნა ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც არსებობს საქართველოსა და MCC-ს შორის, მათ შორის, განათლების სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან მომავალშიც გაგრძელდება.

მეორე კომპაქტის ძირითადი მიმართულებებია:

ზოგადი განათლება: ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში 100-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება.

პროფესიული განათლება: ადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა. 

უმაღლესი განათლება: მეორე კომპაქტის ფარგლებში მოხდება მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM). აღნიშნული პროექტი გულისხმობს ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობას კონსორციუმის ფარგლებში და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას.  ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტების პროგრამების განვითარებას.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics