|
2017-09-11 05:57:28, 2146 ნახვა
კომენტარი
გახარია სააკაშვილზე: უკრაინის სახელმწიფოს ვუსურვებ, რომ ამ გამოწვევას თავი გაართვას
„უკრაინის სახელმწიფოს ვუსურვებ, რომ ამ გამოწვევას თავი გაართვას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშრებით განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს უკრაინის შიდა საქმეა. "ეს არის უკრაინის შიდა საქმე, რომელზეც აქედან შეფასებებს ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი, ვუსურვებ უკრაინის სახელმწიფოს, რომ ამ გამოწვევას თავი გაართვას", - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. ახლა ის ლვოვში იმყოფება. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლა ასობით მხარდამჭერის დახმარებით შეძლო. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)