|
2017-09-08 07:40:26, 2092 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს
წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. თალაკვაძის თქმით, საარჩევნო პროცესში ასევე, ფუნქციონირებს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ნებისმიერი მხარის პრეტენზიასა თუ საჩივარს განიხილავს და კანონით განსაზღვრული წესით რეაგირებასაც მოახდენს. „ყურადღებით გავეცანით ანგარიშს. თუ შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ ფუნქციონირებს ჯანდაცვის სერვისები და პროგრამები, რატომ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რატომ მიდის სწრაფი ტემპებით სივრცითი მოწყობის პროცესები და ის პროექტები, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დავაანონსეთ, ვფიქრობ, აქ პასუხი ერთადერთია - ჩვენი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო სწრაფი განვითარება, შესაბამისად, ჩვენ მმართველობის ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ სამედიცინო მომსახურების პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვმუშაობთ საინვესტიციო მიმართულებით“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა. თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების პროცესი, რაზეც მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა აქვს აღებული და საზოგადოებაც ხელისუფლებისგან სწორედ ამას ელის. რაც შეეხება ე.წ. ფეიკგვერდებს, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სოციალურ ქსელებში კახა კალაძის წინააღმდეგ ასეულობით ყალბი, ე.წ. ფეიკგვერდია შექმნილი. „წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს, რაც ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმოს, ჩაატაროს შეხვედრები, ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დებატებში“, - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა. არჩილ თალაკვაძემ მხარდამჭერებს და სოციალური ქსელების მომხმარებლებს თხოვნით მიმართა, თბილისის მერობის კანდიდატის მხოლოდ ავტორიზებული გვერდით ისარგებლონ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)