|
2017-09-07 01:17:55, 2130 ნახვა
ეკონომიკა
სემეკ-ი დღეს რამდენიმე კომპანიისათვის ტარიფების დადგენის საკითხზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს საჯარო სხდომას გამართავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, სხდომაზე განიხილავენ წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისათვის გეგმიური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით. მათივე ცნობით, კომისია განიხილავს გეგმიური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას შემდეგ საკითხებზე: შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „მცხეთის წყალისთვის“ წყალმომარაგების (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „რუსთვის წყალისთვის“ წყალმომარაგების (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგური - ჟინვალჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „ჯი ფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით; სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფის დადგენის მიზნით; სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციისათვის“ მის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების - რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორიჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით. საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)