22:17 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 12:34:50, 2215 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამე მიკრორაიონში, მამიდასთან

“არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამე მიკრორაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მისი კარიერული წინსვლა სწორედ ამ რაიონიდან დაიწყო.

„ჩემი წარმატება ზუსტად ამ რაიონიდან და კონკრეტულად ამ ადგილიდან - გლდანის მესამე მიკრორაიონიდან დაიწყო. სულ რაღაც 13 წლის ვიყავი, როდესაც სამტრედიიდან ჩამოვედი. არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამე მიკრო რაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან. მინდა ამ რაიონს დღეს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, კახა კალაძემ გლდანის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. გლდანის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ოთხი კანდიდატი - ოთარ გრიგოლია, შალვა ოგბაიძე, გულია გოცირიძე, ქეთევან ჯოხაძე იბრძოლებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics