|
2017-09-06 09:05:13, 2417 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ინდუსტრიული მიმართულებით 191 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბენნ“ შეემატება. ტანსაცმლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია, პროექტის ფარგლებში გაფართოებას გეგმავს. საწარმო ახალი დანადგარებით აღიჭურვება, სადაც სინთეტიკური ბოჭკოს შიგთავსის მქონე საბნები და ბალიშები შეიკერება. კომპანიაში ამჟამად 50-მდე ადამიანი მუშაობს, ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 15 ადამიანით გაიზრდება. კომპანია რომელიც ყოველდღიურად 200 კილო სინთიპონის დამუშავებას აპირებს, სამომავლოდ საკუთარ პროდუქცის ექსპორტზე გაიტანს. შპს „ბენნ“ თბილისში, ორხევში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 600 000 ლარს შეადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)