|
2017-09-06 08:37:22, 2399 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი საქართველოში ოქტომბერში გაიმართება
საქართველოში, ოქტომბრის თვეში, საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება. რომელშიც მონაწილეობას აგრო-სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ. დაგეგმილი ფორუმის შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც მინიტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ასევე მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე - იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდნენ. ფორუმის მოსამზადებელი ღონისძიებების განხილვა დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად მოხდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს ფორუმზე ჩვენს ქვეყანაში არსებული პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დარგის მიმართულებების წარმოჩენა მოხდეს, რაც საქართველოში ახალი ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)