|
2017-09-06 08:24:11, 2234 ნახვა
ეკონომიკა
სერ სუმა ჩაკრაპორტი: აღსანიშნავია საქართველოს შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი
„საქართველო ახალი ტალღის ლიდერია. რამ განაპირობა ეს შედეგი? პირველ რიგში, აღსანიშნავია შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი. საქართველოს მიერ განსაკუთრებით ბოლო წლებში ეკონომიკის მენეჯმენტის შეფასებისას, უნდა აღვნიშნოთ ფინანსთა მინისტრისა და ცენტრალური ბანკის, ასევე მთლიანად მთავრობის წვლილი. ფანტასტიკური შედეგია“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „მტკიცედ მწამს, რომ საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა თქვენს ქვეყანას გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების შემდეგი ტალღის ლიდერად აქცევს - იმ ევროპული ქვეყნების შემდეგ, რომლებთანაც 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში ვთანამშრომლობდით,“ - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა. სერ სუმა ჩაკრაბარტიმ აღნიშნა, რომ საქართველოში მესამედ იმყოფება, რაც იმის დადასტურებაა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში EBRD-სა და საქართველოს შორის ურთიერთობამ და სტრატეგიულმა პარტნიორობამ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)