|
2017-09-06 07:30:38, 2159 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: მინისტრებს თუ დავიბარებთ, პირველ რიგში მხოლოდ კომპლიმენტების სათქმელად
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სხვადასხვა მიმართულებით, 2017 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე ისაუბრა. მან სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია: „2017 წლის 7 თვის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლები 615 მილიონი ლარით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც საგადასახდო შემოსავლების 12,4%-იან ზრდას ნიშნავს. საგადასახადო რეფორმის შემდეგ, ბიზნეს სექტორს რეინვესტირებისა და განვითარებისთვის 2017 წელს უკვე დარჩა 240 მლნ ლარით მეტი. 2017 წელს გაზრდილია ექსპორტი 28,9 %-ით და 2017 წლის 7 თვეში 11%-ით არის გაზრდილი ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაც. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ამ მომენტისთვის შეადგინა 4,4%-იანი ზრდა, რაც 1%-ით მეტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მაჩვენებლებზე,კერძო სექტორის გამოშვების მაჩვენებელი 18%-ით არის გაზრდილი და კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებლი 5%-ითაა გაზრდილი. საქართველოს 30,2%-ით მეტი ტურისტი ჰყავს 2017 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით. 2017 წლის პირველ კვარტალში 403 მლნ დოლარი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით მეტია. ასევე 60%-ითაა გაზრდილი საქართველოდან ღვინის ექსპორტი, 44 ქვეყანაში ხორციელდება ექსპორტი. განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ჩინეთში, საფრანგეთსა და ისრაელში. ასე რომ, მინისტრებს თუ დავიბარებთ, პირველ რიგში მხოლოდ კომპლიმენტების სათქმელად“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)