|
2017-09-06 07:16:23, 2317 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: ბიუჯეტში წლობით ნაგროვები ნაშთების კომერციულ ბანკებზე გასესხება დაიწყო, რაც ლარის გაუფასურების მიზეზია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრუ რომან გოცირიძე ქვეყანაში ლარის გაუფასურების ტენდენციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ლარის გაუფასურების არავითარი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს. გოცირიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში ფინანსთა სამინისტროს ადანაშაულებს: „დღეს ყველას აწუხებს ლართან დაკავშირებული პრობლემა, როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობას. ჩვენ აქ გვესმის აბსოლუტურად არასწორი შეფასება იმ მოვლენებისა, თუ რა ხდება დღეს ფინანსურ სისტემაში, სავსებით სწორად აღინიშნა, რომ ლარის გაუფასურების არავითარი ფუნდამენტური საფუძველი საქართველოში არ არსებობს. არც შიდა არც საგარეო ფაქტორები. საგარეოში დოლარი დასუსტდა თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში და მისი გლობალური დასუსტების პროცესი მიდის მათ შორის ჩვენს რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში, ხოლო სავალუტო ნაკადების ცვლილება ქვეყანაში დადებითია. მაშინ რა ხდება? რატომ დაიწყო ლარმა გაუფასურება? სად არის ძაღლის თავი დამარხული.ძაღლის თავი დამარხულია ფინანსთა სამინისტროს ეზოში, თანაც ისეა დამარხული, რომ მთელი თავი ძალიან კარგად მოჩანს. ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის საქართველოს მთავრობა. ლარი გააუფასურა საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ. 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვები ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე. ნახევარი მილიარდი ლარი მისცა ვალად. 2 თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს მიაწოდა 3 თვიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ლარის მთელი მასის 9%-ს. ვინ მოიგონა ეს უგუნური წესი?“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)