15:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 03:05:33, 2121 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ ADB-მ ვაჭრობის ფინანსირებაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მესამედ დაასახელა საუკეთესო პარტნიორ ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სინგაპურში გაიმართა და მას 17 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. აზიის განვითარების ბანკმა 18 საუკეთესო პარტნიორი ბანკი გამოავლინა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს.

"ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა უკვე მესამე წელია ავლენს ჩვენს ყველაზე აქტიურ პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი პარტნიორი ბანკების გარეშე აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა მიმდინარე წელს ვერ მოახერხებდა იმ შედეგების მიღებას, რაც გვაქვს.  ეს დაჯილდოება საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ გამარჯვებულ ბანკებს  პარტნიორობისთვის  და  მათი გაწეული სამუშაოსთვის. გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს  ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში", - განაცხადა სტივენ ბეკმა, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების ხელმძღვანელმა.

ADB 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით.  პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკმა  2016 წელს 31.7 მილიარდი დოლარი გამოყო და არაერთი სექტორი დააფინანსა სხვადასხვა ქვეყანაში.

2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ 10 900-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც  16 000 ტრანზაქცია განახორციელა.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics