|
2017-09-05 03:10:09, 4254 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო სსკ-ის 18/108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო. დეკანოზის მიმართ წაყენებული ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა. კერძოდ, მოსამართლემ მას ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდება მოუხსნა და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის შურისძიებით მომზადებაში სცნო დამნაშავედ. მოსამართლემ მამალაძე ასევე დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვაში, თუმცა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო ჯამში დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასჯელის ათვლა მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან დაიწყება. განაჩენის გამოცხადებას თავად გიორგი მამალაძე არ ესწრებოდა. მოსამართლის თქმით, მან უარი განაცხადა პროცესზე მისვლაზე და აღნიშნულის მიზეზი არ განუმარტავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)