|
2017-09-04 12:10:24, 2120 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას
მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში, ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაციაზე, ეკოლოგიურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება, რაც გამოწვეულია გაუმართავი ტრანსპორტით გამონაბოლქვით, მშენებლობების და გრუნტის მტვერით. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები, უზრუნველყოფილი იქნება გრუნტის ეტაპობრივი დაფარვა შესაბამისი საფარით და ჩამოყალიბდება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დაბინძურების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები. კახა კალაძემ ზოოპარკის ტერიტორიის, მზიურის, ვაკის პარკის, მუშტაიდის პარკის და სხვა მწვანე სივრცეების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა: „თბილისში1400-მდე პარკი და სკვერია, რომლებსაც მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება და ამას აუცილებლად მოვახერხებთ. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება ყველასთვის სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დენდროლოგიური პარკის აღდგენასა და კეთილმოწყობას. ეს პარკი დაახლოებით 200 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა იქ არსებული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. გპირდებით, რომ ეს ადგილი თბილისისა და თბილისელებისთვის ძალიან მალე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა. მისივე თქმით, მოწესრიგდება ნაგავსაყრელები და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდება ნარჩენების გადამუშავების პროექტი. მკახა კალაძე აღნიშნავს, რომ ასევე, ითანამშროლებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და იზრუნებს მტკვრის დაბინძურების პრევენციაზე და რეკრეაციული დანიშნულებით მის გამოყენებაზე. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა პროგრამული ხედვის ფარგლებში, შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო. კერძოდ, ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.
კახაკალაძისპროგრამულიხედვისპრეზენტაციას, რომელიც „ქართულიოცნების“ ცენტრალუროფისშიგაიმართა, მინისტრთაკაბინეტისადასაპარლამენტოუმრავლესობისწარმომადგენლებიესწრებოდნენ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)