|
2017-09-04 05:50:01, 2437 ნახვა
სამართალი
ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გადაიდო
საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომაროება გახდა. სხდომის დახურვის შემდეგ აბესაძე შეუძლოდ გახდა და სხდომის გადადება თვითონ მოითხოვა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებას წარადგენდა, კერძოდ კი, უნდა გადაეწყვიტათ რამდენად კანონიერად მოიპოვეს ის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ქრთამის აღების ფაქტია ასახული. გარდა ამისა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ აბესაძის პატიმრობაში ყოფნა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზემოქმედება და მტკიცებულებების განადგურება შეგახსენებთ, რომ სხდომა დაცვის მხარის მოთხოვნით ნაწილობრივ დახურული იყო. ამასთან, ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დღეს კიდევ ერთხელ უნდა დამდგარიყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)