|
2017-09-04 05:02:15, 3500 ნახვა
Lifestyle
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კვლავ ერთად არიან
ჰოლივუდის მეგავარსკვლავები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი შერიგდნენ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა "The Sun", წყვილის ბიოგრაფზე, ჟურნალისტ იენ გალპერინზე დაყრდნობით იუწყება. ბიოგრაფის თქმით, ანჯელინა ბრედს მეგობრებთან შეხვდა : "პირველი ნაბიჯი ბრედმა გადადგა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს თვალაცრემლებულნი ჩაეხუტნენ",- ამბობს ჟურნალისტი. მისივე თქმით წყვილი სპეციალისტთან ერთობლივ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე შეთანხმდა. "მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ერთმანეთს შორდებიან, ეს ნაბიჯი უფრო მომავალი ურთიერთობების ასაშენებლად იქნა გადადგმული", - ამბობს გალპერინი. აგვისტოს დასაწყისში გამოცემა "Us Weekly" "ინსაიდერზე" დაყრდნობით, ჯოლის მხრიდან შერიგების მზაობაზე წერდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიტი "ოჯახში ნაკისრი მოვალეობების სერიოზულობას დაამტკიცებდა", რისი კარგი მაგალითი მსახიობის მიერ ალკოჰოლზე უარის თქმა იქნებოდა. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2014 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ. მათ 6 საერთო შვილი ჰყავთ. 2016 წლის სექტემბერში ჯოლიმ მეუღლესთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი ვერსიის მიუხედავად, მსახიობების განქორწინების დეტალები დღემდე უცნობი რჩება.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)