01:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 06:25:00, 2064 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის წარმატებული მაგალითი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებული არ არის.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სანამ ხანძრის ლიკვიდირება არ მოხდება, ტექნიკა ადგილზე იქნება მობილიზებული.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობა მიიღო.

„დღესაც მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება, ღია კერები არსად არ გვაქვს. შეიძლება ითქვას რომ ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს იმ ზონაში სადაც ხანძარი იყო. ვისარგებლებ შემთხვევით და  ყველას დიდ მადლობას გადავუხდი ვინც მონაწილეობა მიიღო ხანძრის ქრობის პროცესში. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის წარმატებული მაგალითი, ჩვენი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას და მადლობა რა თქმა უნდა ადგილობრივებს, რომლებიც ცეცხლის ჩასაქრობად იბრძოდნენ ჩვენს ბიჭებთან ერთად. დღის ბოლოსთვის ვფიქრობ ცოცხალი ძალის გარკვეულწილად შემცირებას, მაგრამ ტექნიკა ჯერჯერობით მაინც მობილიზირებული რჩება, სანამ სრული ლიკვიდაცია არ იქნება ხანძრის“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics