|
2017-08-31 08:04:09, 2247 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა. დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ესენმირატ ორაზგელდიევს და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე დადაევს. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, მოლაპარაკებები გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის ფინანსური ბლოკის ხელმძღვანელებთან - მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბიაშიმმირატ ხოჯამამედოვთან და ფინანსთა მინისტრი გოჩმირატ მირადოვთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე, შეხვდა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე მაქსატ ბაბაევსა და სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მირატ არჩაევს. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება სათბობ-ენერგეტიკის და ენერგოუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა. ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შორის გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაღრმავებისათვის. გაფართოებულ შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გიორგი ვაშაყმაძე. (NS)
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)