|
2017-08-31 08:04:11, 2766 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კეპულაძე - არსებობს მოლოდინი, რომ შემოდგომაზე შესაძლოა, ლარი უფრო მეტად გაუფასურდეს
„საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზაფხულის სეზონის ბოლოს ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება ტრადიციად იქცა. როგორც კეპულაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მოლოდინების მართვა უნდა ისწავლოს, რომ ბაზრის მონაწილეებს ლარის კურსის მიმართ უარყოფითი განცდა არ ჰქონდეთ. მისივე შეფასებით, რთულია იმის თქმა, თუ რა ფუნდამენტური მიზეზები განაპირობებს ლარის გაუფასურებას. "ბოლო რამდენიმე წელი ტრადიციად იქცა, რომ ზაფხულის ბოლოს ლარი იწყებს გაუფასურებას იმ საწყისი პოზიციიდან, რა პოზიციაზეც მთელი ზაფხულის განმავლობაში იყო. შესაბამისად, გარკვეული მოლოდინი არსებობს, რომ შეიძლება ლარი შემოდგომაზე გაუფასურდეს. ამასთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ბიზნესები წინასწარ მარაგებს ივსებენ და მათ სამომავლოდ უარყოფითი მოლოდინი აქვთ. ვინაიდან სხვა არანაირი ფაქტორი არ განაპირობებს ლარის გაუფასურებას, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ტურისტული სეზონი მთავრდება და შესაძლებელია შემცირდეს ოდნავ ტურისტული შემოდინებები, მე მაინც დავუკავშირებდი მოლოდინებს. ეს ძირითადად აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ხდება. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, აღნიშნული მოლოდინების მართვა უნდა ისწავლოს, იმისათვის, რომ ბაზრის მონაწილეებს არ ჰქონდეთ უარყოფითი განცდა ლარის კურსთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ძალიან რთულია იმის თქმა, სხვა რა ფუნდამენტური მიზეზები განაპირობებს ლარის გაუფასურებას, რადგან სტატისტიკა მოგვიანებით გამოქვეყნდება", - განაცხადა კეპულაძემ. ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ბოლო 1 კვირაში ლარი ევროსთან მიმართებაში 5 თეთრით, ხოლო დოლართან მიმართებაში 2-3 თეთრით გაუფასურდა. 1 დოლარი დღეს, 2.4274 ლარი ღირს, 1 ევრო კი 2.9000 ლარი.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)