|
2017-08-30 07:08:36, 2212 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: ოპოზიციის განცხადებები უპასუხისმგებლო და პოლიტიკური სპეკულაციის მატარებელია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთისთვის ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან საბრძოლველად დახმარების თხოვნის საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს. ჯანელიძის თქმით, საქართველოს მთავრობას რუსეთთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის არაფერი დაუმალია და პარლამენტში მისვლით იმაზე მეტს ვერ იტყვის, რაც საჯაროდ ცნობილია: „რუსეთთან მიმართებით, არც ერთი ნაბიჯი არც ერთი ქმედება საქართველოს მთავრობის მხრიდან დამალული არ ყოფილა, ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ოპოზიციიდან, არის მხოლოდ უპასუხისმგებლო განცხადებები და ოპოზიცია მაშინ იქნება პასუხისმგებელი თავის ქვეყანაზე, როდესაც ის მოვა ხელისუფლებაში და მაშინ აგოს მან პასუხი თითოეული კრიზისული სიტუაციის გადალახვის თითოეულ ნაბიჯზე. ოპოზიციის ის შეფასებები, რაც ამ საკითხზე მოვისმინე, არის სრულიად უპასუხისმგებლო და პოლიტიკური სპეკულაციის მატარებელი. ოპოზიციამ იცოდა რუსეთის დახმარების შესახებ 22 რიცხვშივე, თუ რაიმე კითხვა არსებობდა რომელიმე დეპუტატის მხრიდან, ან რომელიმე ჟურნალისტის მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, საქართველოს მთავრობა ნებისმიერი კომუნიკაციისთვის ღია იყო და რჩება. არაფერი დამალული არ ყოფილა, ამიტომ დამატებითი ინფორმაცია, რაც უკვე მიწოდებულია საზოგადოებისთვის, არ შეგვიძლია არავის მივაწოდოთ, რადგან ეს არის სრულყოფილი ინფორმაცია“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ „იმედის“ ეთერში. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იწვევს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, მინისტრისგან აინტერესებთ, რატომ მიმართა მთავრობამ სტიქიასთან საბრძოლველად დახმარებისათვის ოკუპანტ ქვეყანას, მაშინ, როდესაც ევროკავშირისგან დახმარების მარაგი ჯერ კიდევ არსებობდა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)