|
2017-08-30 04:17:21, 2228 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია: თურქმენეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განვიხილეთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თურქმენულ მხარესთან სამუშაო რეჟიმში განიხილება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა პერსპექტიული მიმართულებები. მინისტრის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე თურქმენულ ბაზარზე ქართველი მწარმოებლების შესვლა განიხილეს. „ჩვენ კიდევ ერთხელ სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის ისეთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე არის რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ქართველი მწარმოებლების შესვლა თურქმენულ ბაზარზე. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას სახმელეთო ტრასპორტის მიმართულებით, რადგან ორ ქვეყანას შორის მოთხოვნა სატრანზიტო გადაზიდვებზე იზრდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრებს პრემიერთან ერთად ეკონომიკის მინისტრიც ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)