|
2017-08-17 18:06:41, 2635 ნახვა
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტზე“ შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტის“ ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა“,-აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)